ოუენი: ფეხბურთს კიდევ რამდენიმე წელი ვითამაშებ

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელი მაიკლ ოუენი, რომელსაც დეკემბერში 32 წელი შეუსრულდება, კარიერის დასრულებაზე არ ფიქრობს.

მაიკლს თანაგუნდელი რაიან გიგზის მაგალითი ამხნევებს. ახლა ოუენი "ოცელულთან" მატჩში მიღებულ ტრავმას იშუშებს.

"31 წლის ვარ და კარიერის დასასრულისთვის რამდენიმე წელი ჯერ კიდევ წინ მაქვს. ეს განსაკუთრებით კარგად მაშინ მესმის, როდესაც რაიან გიგზს ვუყურებ.

ფეხბურთი ისევ მიყვარს. როგორ შეიძლება ფეხბურთი არ მიყვარდეს, როდესაც ისეთ კლუბში ვთამაშობ, როგორიც "მანჩესტერ იუნაიტედია", - თქვა ოუენმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული