მაიკლს თანაგუნდელი რაიან გიგზის მაგალითი ამხნევებს. ახლა ოუენი "ოცელულთან" მატჩში მიღებულ ტრავმას იშუშებს.
"31 წლის ვარ და კარიერის დასასრულისთვის რამდენიმე წელი ჯერ კიდევ წინ მაქვს. ეს განსაკუთრებით კარგად მაშინ მესმის, როდესაც რაიან გიგზს ვუყურებ.
ფეხბურთი ისევ მიყვარს. როგორ შეიძლება ფეხბურთი არ მიყვარდეს, როდესაც ისეთ კლუბში ვთამაშობ, როგორიც "მანჩესტერ იუნაიტედია", - თქვა ოუენმა.