ტევესი არგენტინაში დაბრუნდა

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტიმ" შესაძლოა ფორვარდი კარლოს ტევესი კვლავ დააჯარიმოს. არგენტინელი სამშობლოში თვითნებურად გაემგზავრა. ჯარიმამ როგორც წინათ, შესაძლოა 396 000 ფუნტი შეადგინოს - ეს მოთამაშის ორი კვირის ხელფასია.

არგენტინაში ჩასულმა ტევესმა ჟურნალისტების კითხვებზე პასუხის გაცემა არ ისურვა და მხოლოდ ის თქვა, რომ იქ "დასასვენებლად" ჩავიდა.

"მანჩესტერ სიტის" წარმომადგენლის თქმით, ტევესი ოქტომბერში არგენტინიდან ცუდ ფორმაში დაბრუნდა და ფიზიკური კონდიციების აღსადგენად მისთვის სპეციალური პროგრამა ჰქონდათ შემუშავებული.

მომზადებულია The Telegraph-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული