ბრემბლი დასაჯეს

AutoSharing Option
"სანდერლენდის" 30 წლის მცველი, ტაიტუს ბრემბლი კლუბმა მისი სახელისა და ღირსების შეურაცხყოფისათვის 60 ათასი ფუნტით დააჯარიმა. რითი შეურაცხყო ბრემბლმა "შავი კატები"? ოქტომბერში ის გაუპატიურების მცდელობსა და A კლასის ნარკოტიკის შენახვის ბრალდებით დაიჭირეს. მოგვიანებით, ნარკოტიკების შენახვის ბრალდება მოეხსნა და ფეხბურთსაც დაუბრუნდა, მაგრამ, როგორც მოგახსენეთ, კლუბმა თავაშვებული "დროსტარება" არ შეარჩინა.

დღეს, ბრემბლი სასამართლოშია მისასვლელი. განიხილება მისი ორი საქმე. ერთი, ზემოხსენებულ სექსუალურ აგრესიასთან დაკავშირებული და მეორე, აღძრული საჯარო ადგილას მოშარდვის გამო. ეს სამარცხვინო ამბავი სექტემბერში მოხდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული