ყირამალა ფერგიუსონი

AutoSharing Option
კვირას, როდესაც "ოლდ ტრეფორდზე" "მანჩესტერ იუნაიტედის" მწვრთნელის, სერ ალექს ფერგიუსონის კლუბში მუშაობის 25 წლისთავს აღნიშნავდნენ, სტადიონის ერთ-ერთ ტრიბუნას მისი სახელი უწოდეს. ეს გახლდათ უდიდესი პატივისცემა კაცისა, რომელმაც "იუნაიტედში"... უფრო სწორედ ინგლისურ, მეტიც, მსოფლიო ფეხბურთში ეპოქა შექმნა. თუმცა...

კარგად დააკვირდით ფოტოს. ერთ-ერთი ასო ტრიბუნის თავზე, უკუღმაა დაკიდებული. ეს, რასაკვირველია, ტაბლოიდებმა შეამჩნიეს და გვარიანად იხალისეს კიდეც, სტადიონის დირექციამ კი შეცდომა აღიარა და პირობა დასდო, რომ ყველაფერს გამოასწორებდა.
კერძოდ, ლაპარაკია ასო შ-ზე ფერგიუსონის გვარში. შეგიძლიათ ის შემდეგ სიტყვაში იმავე ასოს შეადაროთ.

ფანების ჯგუფმა
კი "იუნაიტედის" მწვრთნელს პატივი სცა და ერთი ბოთლი საგანგებო წითელი ღვინო უყიდა. ეს გახლავთ 25 წლის "შატო მუტონ როტშილდი" ბორდოდან. მისი ყიდვა მხოლოდ ინტერნეტით გახლავთ შესაძლებელი და 925 ფუნტი ანუ 1500 დოლარი ღირს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული