რა კავშირშია ლონდონური „რეინჯერსის“ მოთამაშე ჩრდილოინგლისურ კლუბთან? მოგეხსენებათ, ბარტონი „ნიუკასლის“ წევრი იყო, მაგრამ „ტვიტერში“ კლუბის მეპატრონეები გააკრიტიკა, რასაც კონფლიქტი მოჰყვა. კონფლიქტის შედეგად ნახევარმცველს გუნდის გამოცვლა მოუხდა. ახალ გუნდში ის კაპიტანია.
„რაც უნდათ ის დაარქვან, ჩემთვის ეს უძველესი სტადიონი ყოველთვის „სენტ ჯეიმს პარკად“ დარჩება. ეშლიმ და მისი გარემოცვის წევრებმა ყველაფრის ფასი
„ნიუკასლის“ კლუბის მეპატრონესა და დირექტორატს, რასაკვირველია, მეტისმეტად თამამი პროექტი აქვთ ჩაფიქრებული. ბოლოს და ბოლოს საქმე ას წელიწადზე მეტი ხნის ტრადიციას ეხება. „კაჭკაჭების“ გულშემატკივართა დიდი ნაწილი აღშფოთებულია. იმას, რომ მის საყვარელ სტადიონს სახელი უნდა გამოუცვალონ, ვერც ნიუკასლელთა და ინგლისის 21 წლამდელთა ნაკრების 19 წლის გარემარბ-თავდამსხმელი, სემი ამეობი იჯერებს.
ცნობისათვის: ინგლისში დაბადებული ამეობი წარმოშობით ნიგერიელია და 19 წლამდელთა ნაკრებში თავის ისტორიულ ქვეყანას წარმოადგენდა, თუმცა, 21 წლამდელებში, როგორც გითხარით, ის უკვე ინგლისის დროშის ქვეშ თამაშობს. სემი ამეობი „ნიუკასლისავე“ 30 წლის თავდამსხმელის, შოლა ამეობის უმცროსი ძმაა. შოლა ამეობი, უმცროსი ძმისგან განსხვავებით ნიგერიაშია დაბადებული.
სემი ამეობიმ სოციალური ქსელის მეშვეობით გამოხატა თავისი გაოცება: „წარმოგიდგენიათ, „სენტ ჯეიმს პარკზე“ ჩემი პირველი თამაში ბოლოც გამოდგა“.
„ნიუკასლ იუნაიტედის“ პატრონები ახლა მდიდარი სპონსორების ძიებას დაიწყებენ, მაგრამ არ არის გამორიცხული ლოდინი 2012 წლის ლონდონის ოლიმპიადის დასრულებამდე დასჭირდეთ. საქმე ის გახლავთ, რომ ნიუკასლში ოლიმპიადის პროგრამით გათვალისწინებული რამდენიმე საფეხბურთო მატჩი უნდა ჩატარდეს, საორგანიზაციო კომიტეტის პრეს მდივანმა კი აი, რა თქვა:
„ჩვენ ნიუკასლის სტადიონს „სენტ ჯეიმს პარკს“ დავუძახებთ. საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის წესის შესაბამისად, ოლიმპიური შეჯიბრებები ისეთ სარბიელებზე უნდა ტარდებოდეს, რომელთაც სპონსორი არ ჰყავთ“.
„ნიუკასლ იუნაიტედი“, რომელიც პრემიერლიგის მიმდინარე ჩემპიონატში მესამე პოზიციაზეა, შინ 3 დეკემბრამდე აღარ თამაშობს. ამ დღეს ის „ჩელსის“ უმასპინძლებს. მაიკ ეშლი იმედოვნებს, რომ მანამდე გულშემატკივარს ბრაზი გაუნელდება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"