ლონდონიდან დუმბიას თოფი დაუმიზნეს

AutoSharing Option
„არსენალი“ ფრანგული „რენის“ ნახევარმცველის, ტონგო ჰამედ დუმბიას გადაბირებას აპირებს. 22 წლის დუმბია საფრანგეთში ერთ-ერთ ყველაზე კაშკაშა მომავლის მქონე ვარსკვლავად ითვლება. მის შესახებ ამომწურავი ინფორმაცია „მეთოფეთა“ შეფ არსენ ვენგერს ლონდონური კლუბის საფრანგეთში მომუშავე სკაუტებმა მიაწოდეს.

დუმბიას სიმაღლე 192 სანტიმეტრია. მას თანაბარი წარმატებით შეუძლია თამაში, როგორც ცენტრში, ასევე მარჯვენა ფრთაზე. ნახევარმცველის ფასი დაახლოებით 9,5 მილიონი ევროა, მაგრამ რუსული გუნდების, „სპარტაკისა“ და ცსკა-ს ინტერესმა შესაძლოა თანხა გაზარდოს. ვენგერი, როგორც ცნობილია, ზედმეტის გადახდას ყოველთვის უფრთხის, თუმცა, ამ შემთხვევაში, დუმბიას შესაძლებლობებს ზუსტად აფასებს და იქნებ
არც ჯიბეში ხელის ჩაყოფაზე დაიხიოს უკან.

„არსენალის“ სამიზნეზე ყოფილა ამერიკელი ფეხბურთელი, „ნიუ იორკ რედ ბულის“ 24 წლის მცველი, ტიმ რიმი. რიმი ამბობს, რომ „მეთოფეებს“ მის მიმართ ინტერესი მას მერე გაუჩნდათ, რაც ვენგერს ტიერი ანრიმ დაურეკა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული