აგუეროს საზარდული აწუხებს

AutoSharing Option
„მანჩესტერ სიტის“ თავდამსხმელმა, 23 წლის სერხიო აგუერომ შესაძლოა არგენტინის ნაკრების შემადგენლობაში ბოლივიისა და კოლუმბიის ნაკრებების წინააღმდეგ ვერ ითამაშოს.

ეს გახლავთ მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩები, რომლებშიც აგუეროს წესით უნდა ეთამაშა, მაგრამ საზარდულის ტკივილმა შეიძლება გეგმები აურიოს.

ზუსტად ასეთი პრობლემის გამო არგენტინელმა ოქტომბერში, „მანჩესტერ სიტის“ შემადგენლობაში, „ასტონ ვილასთან“ თამაში გამოსტოვა და „ბლექბერნთან“ 4:0 მოგებულ შეხვედრაშიც პირველი ტაიმის 28-ე წუთზე შესაცვლელი გახდა. თუ აგუერო ბუენოს აირესში ბოლივიასთან თამაშს ვერ შეძლებს, მის ნაცვლად „პარი სენ ჟერმენის“ ვარსკვლავ ხავიერ პასტორეს ათამაშებენ.

ყოველდღიური სპორტული
გაზეთი "ლელო"

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული