არადა, კომპანი მიმდინარე სეზონში შესანიშნავად თამაშობს და როგორც მიმომხილველების, ასევე ფანების აზრით, ისტლენდელთა წარმატებულ გამოსვლაში დიდი დამსახურება მიუძღვის.
შეგახსენებთ, რომ რობერტო მანჩინის გუნდი პრემიერლიგის ცხრილს ხუთი ქულით ლიდერობს და შესანიშნავ ფეხბურთსაც აჩვენებს.
კომპანი ამბობს: „ჩემი შედარება თანაგუნდელებთან არც შეიძლება. მე ტინტინზე პოპულარული არცკი ვარ“.
როდესაც ბელგიელს მისი ერთ-ერთი საუკეთესო თამაში შეახსენეს, მან უპასუხა:
„ვერც კი
„ოლდ ტრეფორზე“ ფანტასტიკური თამაში გამოგვივიდა. მატჩის შემდეგ მოზეიმე ფანების ნახვა ერთ რამედ ღირდა. მახსოვს, ტაბლოს 3:0-ზე შევხედეთ, მაგრამ გოლი რომ გავუშვით, ვიფიქრე ანგარიშის კონტროლი არ ივარგებდა და იქითკენ აღარც გამიხედავს“.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"