ვილაშ-ბოაში უღირს საქციელში დაადანაშაულეს

AutoSharing Option
ინგლისის ფეხბურთის ფედერაცია ლონდონის "ჩელსის" მთავარ მწვრთნელს ანდრე ვილაშ-ბოაშს პრემიერლიგის მე-10 ტურში "ქუინს პარკ რეინჯერსთან" შეხვედრაში უღირს საქციელში ადანაშაულებს.

აღნიშნულ შეხვედრაში "არისტოკრატთა" თავკაცმა მატჩის არბიტრი კრის ფოე გააკრიტიკა, რომელმაც პირველ ტაიმში დიდიე დროგბა და მცველი ბოსინგვა მოედნიდან გააძევა. პორტუგალიელმა სპეციალისტმა განაცხადა, რომ არბიტრი არაობიექტურად მსაჯობდა, რამაც შედეგზე იქონია ზეგავლენა.

ფეხბურთის ფედერაცია ვილაშ-ბოაშს დაუკავშირდა და მისი პოზიციის ახსნა სთხოვა, თუმცა მან კომენტარის გაკეთება არ ისურვა. ხოლო ეხლა "ჩელსის" მწვრთნელს მოუწევს სამშაბათს ფედერაციის ბრალდებას უპასუხოს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული