აღნიშნულ შეხვედრაში "არისტოკრატთა" თავკაცმა მატჩის არბიტრი კრის ფოე გააკრიტიკა, რომელმაც პირველ ტაიმში დიდიე დროგბა და მცველი ბოსინგვა მოედნიდან გააძევა. პორტუგალიელმა სპეციალისტმა განაცხადა, რომ არბიტრი არაობიექტურად მსაჯობდა, რამაც შედეგზე იქონია ზეგავლენა.
ფეხბურთის ფედერაცია ვილაშ-ბოაშს დაუკავშირდა და მისი პოზიციის ახსნა სთხოვა, თუმცა მან კომენტარის გაკეთება არ ისურვა. ხოლო ეხლა "ჩელსის" მწვრთნელს მოუწევს სამშაბათს ფედერაციის ბრალდებას უპასუხოს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"