ფერგის ნანი გაუკვირდა

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა ალექს ფერგიუსონმა "ფულემთან" კვირას 2:2 დასრულებულ მატჩს ასეთი რეზიუმე გაუკეთა:

"ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანა ქულების სულელურად დაკარგვის მინიმუმამდე დაყვანაა, მაგრამ ლონდონში სწორედ ეს შეგვემთხვა. თამაშის დასრულებამდე 3 წუთით ადრე 3:1 დაწინაურების შანსი გვქონდა, მაგრამ ვერ გამოვიყენეთ. მეტოქეს ტრიბუნების მძლავრი მხარდაჭერა ეხმარებოდა და ბოლოს "ფულემმა" გაათანაბრა კიდეც. ვაღიარებ, მეორე ტაიმში ლონდონელებმა გვაჯობეს.

როცა პენალტი დაინიშნა, ეჭვიც არ მქონდა, რომ მას რაიან გიგზი შეასრულებდა. ბოლოს, როცა მოედანზე ნანი და გიგზი ერთად იყვნენ და პენალტი იყო შესასრულებელი, რაიანმა ორი
11-მეტრიანი გაიტანა. ეს "ტოტენჰემთან" შეხვედრაში იყო. მაგრამ ამჯერად რატომღაც პორტუგალიელმა დაარტყა და ვერ შეაგდო", - სინანულით აღნიშნა სერ ალექსმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული