შჩესნიმ ძმაკაცს კბილი გაკრა

AutoSharing Option
„არსენალის“ ყოფილი კაპიტნის, 24 წლის ესპანელი სესკ ფაბრეგასის ლონდონიდან „ბარსელონაში“ გადაბარგების რთული ისტორია ყველამ კარგად იცის. 12 ნოემბერს ფაბრეგასი ინგლისს, უფრო ზუსტად კი ლონდონს, მეტიც, ჩრდილოეთ ლონდონს დაუბრუნდა, სადაც ესპანეთში წასვლის შემდეგ აღარ ყოფილა - „უემბლიზე“ ინგლისისა და ესპანეთის ნაკრებთა შორის ამხანაგური თამაში გაიმართა.

ინგლისელებმა მოიგეს 1:0 და ფაბრეგასმა ერთი ხელსაყრელი მომენტი გაუშვა ხელიდან, თუმცა მისმა ყოფილმა თანაგუნდელმა, „არსენალის“ მეკარემ, 21 წლის ვოიცეხ შჩესნიმ სულ სხვა რამეზე გაამახვილა ყურადღება.

წინაისტორია ასეთია: ლონდონში ცხოვრების წლებში ფაბრეგასი თმას მოკლედ იჭრიდა, რასაც ერთ-ერთ
მეძვირე პარიკმახერთან ან, უფრო სწორად, ელიტარულ სტილისტთან აკეთებდა. მასთან ერთად იმავე დალაქის კლიენტები იყვნენ ზემოხსენებული შჩესნი და ჯეკ უილშირი. ესპანეთში გადაბარგების შემდეგ კი სესკმა თმის შეჭრას თავი დაანება და სამხრეთელებისთვის ჩვეული გაპრანჭული ვარცხნილობა დაიყენა.

ამის დანახვაზე შჩესნიმ „ტვიტერში“ დაწერა: „ბარაქალა ინგლისის ნაკრებს ესპანეთის დამარცხება რომ შეძლო, აი, სესკ ფაბრეგასს კი კარგი იქნება ვინმე ვარცხნილობაზე კეთილ რჩევას თუ მისცემს“.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული