ტევესი კვლავ ჩუმადაა

AutoSharing Option
მოვლენები, რასაკვირველია, ყოველ წუთს შეიძლება შეიცვალოს და ახლა, როდესაც ამ ინფორმაციას ეცნობით, 27 წლის არგენტინელი თავდამსხმელის, კარლოს ტევესის შესახებ მეტი რამ იყოს ცნობილი, მაგრამ ამ სიტყვების წერისას „მანჩესტერ სიტის“ წარმოდგენა არ ჰქონდა მისი გაპარული ფეხბურთელის ადგილმდებარეობის შესახებ.

მოგეხსენებათ, კლუბმა ფეხბურთელს სმს-ით შეხმიანება მოსთხოვა, მაგრამ ტევესს ყურიც არ შეუბერტყავს. ჩვენი მკითხველისთვის ისიც ცნობილია, რომ დღეს, ისტლენდზე თათბირია დანიშნული, სადაც არგენტინელის უნებართვოდ წასვილს საკითხს განიხილავენ.

„სიტიმ“ უკვე დაადგინა, რომ თავდამსხმელს სამკვირიან დისკვალისფიკაციას მიუსჯის. მწვრთნელებს უნდოდათ სანაკრებო კვირაში, როდესაც პრემიერლიგა ისვენებს, ტევესს ფიზიკური
მომზადება გაეუმჯობესებინა, მან კი თავი დაადო და სამშობლოში გაემგზავრა. ყველაზე ცუდი, რაც ტევესის საქციელს შეიძლება მოჰყვეს, ეს იქნება: „სიტი“ მას დაითხოვს, სარეგისტრაციო ბარათს კი დაიტოვებს და დიდი კომპენსაციის გარეშე არ გაყიდის.

ისტლენდელთა პრეს-მდივანმა თქვა: „ჩვენ კარლოს ტევესს დაკავშირება ვთხოვეთ, მაგრამ მისგან პასუხი არ მიგვიღია“.

ტევესს გასულ კვირაში სამშაბათს უნდა დაესვენა, მაგრამ, რადგან არგენტინის ნაკრებში არ გამოუძახიათ, ოთხშაბათს კვლავ ვარჯიშზე უნდა გამოცხადებულიყო. ფეხბურთელის წარმომადგენელმა განაცხადა:

„კარლოსს უთხრეს, რომ მისი წასვლა-დარჩენის ამბავი რობერტო მანჩინის გადასაწყვეტი იყო და მანაც მწვრთნელის ნომერზე უამრავი მესიჯი გააგზავნა“.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული