რედნაპი და მანდარიჩი ერთად "პორტსმუთში" მუშაობდნენ. მანდარიჩი იქაც თავმჯდომარე გახლდათ, რედნაპი კი მწვრთნელი. საეჭვოა ორი თანხის ამბავი - ლაპარაკია, 145 ათას და 150 ათასი დოლარზე, რომელიც რედნაპს მანდარიჩისგან მიუღია. როგორც ირკვევა, მწვრთნელმა ანგარიში მონაკოს ბანკში გახსნა და თავმჯდომარემაც ფული იქ გადაურიცხა. დეტალები
საინტერესოა, რომ სასამართლოს სხდომამდე ერთი დღით ადრე "ტოტენჰემი" პრემიერლიგაში "მანჩესტერ სიტის" ხვდება. ეს, უმნიშვნელოვანესი შეხვედრა მანჩესტერში, "ეტიჰედ სთედიუმზე" უნდა გაიმართოს. საქმეში ჩახედული ხალხი ამბობს, რომ სასამართლო პროცესი ორ კვირას გასტანს, ამ დროის განმავლობაში კი "დეზები" შინ "უიგანს" და სტუმრად "ლივერპულს" შეხვდებიან. თუკი რედნაპს ამ პერიოდში სასამართლოში მოუწევს სიარული, მას, ბუნებრივია, ვარჯიშებიც გაუცდება და მათ მისი ასისტენტები, ჯოი ჯორდანი და კევინ ბონდი ჩაატარებენ.
მოგეხსენებათ, "ტოტენჰემ ჰოთსპური" ჰარი რედნაპის ხელში, ბოლო 25 წლის განმავლობაში, საუკეთესო ფეხბურთს აჩვენებს. "დეზები" გასულ სეზონში ჩემპიონთა ლიგაში გამოდიოდნენ და მეტიც, ჯგუფურ ეტაპს გაცდნენ კიდეც - მაოთხედფინალში "რეალთან" დამარცხდნენ.
გარდა ამისა, ბოლო წლებში გუნდი პრემიერლიგის უძლიერეს გუნდებს საკმაოდ ავიწროებს და ოთხეულში ადგილის დამკვიდრებას ცდილობს.
"ტოტენჰემში" მიღწეული წარმატებების გამო რედნაპი ინგლისში არნახულად პოპულარული გახდა და ფაბიო კაპელოს გადადგომის შემდეგ ანუ 2012 წლის ზაფხულში (ევროპის ჩემპიონატი რომ დასრულდება), მის შემცვლელად ჰყავთ შეგულებული.
ჰარი რედნაპმა გულის მცირე ოპერაციის გამო, "სფურზის" ბოლო ორი მატჩი გამოსტოვა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"