რედნაპი მწყობრში ერთ კვირაში ჩადგება

AutoSharing Option
"ტოტენჰემის" თავკაცმა ჰარი რედნაპმა განაცხადა, რომ გულის ოპერაციის შემდეგ სამუშაოს ნავარაუდევზე ადრე დაუბრუნდება.

"რა თქმა უნდა, ვდარდობ, რომ სამსახურის გარეშე შინ ჯდომა მიწევს. მოუთმენლად ველი როდის გავაგრძელებ გუნდის ხელმძღვანელობას. ეჭვს არ იწვევს ის ფაქტი, რომ უფრო სწრაფად გამოვდივარ მდგომარეობიდან, ვიდრე ექიმები ვარაუდობდნენ.

უკვე უკეთესობას ვგრძნობ. საუკეთესო ვარიანტში შემდეგ კვირას "ასტონ ვილასთან" შეხვედრაში უკვე გუნდთან ერთად ვიქნები. თუმცა ახლა ამას ვერ დაგპირდებით, ექიმებთან კონსულტაცია უნდა გავიარო", - განაცხადა რედნაპმა.

მომზადებულია The Sunday Mirror-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული