"რეალი" დე იონგს უმიზნებს

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" ხელმძღვანელობა "მანჩესტერ სიტის" ნახევარმცველით ნაიჯელ დე იონგით დაინტერესდა.

როგორც გაირკვა, ესპანური კლუბი მზად არის ფეხბურთელში 20 მილიონი ფუნტი სტერლინგი გადაიხადოს.

"სამეფო კლუბის" სკაუტები ჰოლანდიელს ჩემპიონთა ლიგის მეოთხე ტურში "ვილიარელთან" შეხვედრაში აკვირდებოდნენ.

ჰავბეკის კონტრაქტი "ქალაქელებთან" მიმდინარე სეზონის ბოლოს იწურება, ხოლო ახალ ხელშეკრულებაზე მოლაპარაკებებმა შედეგი ჯერჯერობით ვერ გამოიღო. თავად ფეხბურთელი კი გუნდის გამოცვლას ჯერ არ აპირებს.

მომზადებულია Daily Star-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული