როგორც გაირკვა, ესპანური კლუბი მზად არის ფეხბურთელში 20 მილიონი ფუნტი სტერლინგი გადაიხადოს.
"სამეფო კლუბის" სკაუტები ჰოლანდიელს ჩემპიონთა ლიგის მეოთხე ტურში "ვილიარელთან" შეხვედრაში აკვირდებოდნენ.
ჰავბეკის კონტრაქტი "ქალაქელებთან" მიმდინარე სეზონის ბოლოს იწურება, ხოლო ახალ ხელშეკრულებაზე მოლაპარაკებებმა შედეგი ჯერჯერობით ვერ გამოიღო. თავად ფეხბურთელი კი გუნდის გამოცვლას ჯერ არ აპირებს.
მომზადებულია Daily Star-ის მიხედვით