შეიხი ტამიმ ბინ ჰამად ალ-ტანი "ევერტონითა" და "ბლექბერნით" არის დაინტერესებული.
"ევერტონის" მფლობელი ბილ კენრაიტი მზად არის კლუბი 120 მილიონ ფუნტ სტერლინგად გაყიდოს, ხოლო დანარჩენი ფულით შეიხს შესაძლებლობა ექნება ახალი ფეხბურთელები იყიდოს.
ადრე პრინცს "მანჩესტერ იუნაიტედის" შეძენა სურდა, მაგრამ კლუბის ფასმა (2 მილიარდი ფუნტი სტერლინგი) მას აზრი შეაცვლევინა.
შეიხის კომპანია პსჟ-ს აქციათა ნაწილის მფლობელია, ხოლო მის ოჯახს ესპანურ კლუბ "მალაგას" უფლებების ნაწილი ეკუთვნის.
მომზადებულია people.co.uk-ის მიხედვით