იაია ტურე: "ბარსელონას" დატოვება ცოლმა მირჩია

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტის" ნახევარმცველმა იაია ტურემ განაცხადა, რომ თავის დროზე "ბარსელონადან" წასვლა გაუჭირდა. მაშინ ფეხბურთელმა ბევრი რჩევა მოისმინა და გადაწყვიტა, ინგლისური კლუბის შეთავაზებას დათანხმებოდა.

"როცა ვინმე ამბობს, რომ "ბარსელონას" დატოვება სურს, გიჟად მიიჩნევენ. 2009 წელს ექვსი ტურნირი მოვიგეთ. ეს უბრალოდ დაუჯერებელი იყო. ჩემთვის "ბარსას" დატოვება ძალიან რთული იყო. ზურგი მაწუხებდა, მაგრამ ყოველ თამაშში ბოლომდე ვიხარჯებოდი.

არ შემიძლია არ აღვნიშნო გუნდის გულშემატკივრები, რომელთაც ასე ვუყვარდი. მაგრამ რჩევა მეუღლეს და ახლობლებს ვკითხე. მათ მითხრეს, რომ 27 წლის ასაკში თავისთვის უთამაშებლობის უფლება არ უნდა
მიმეცა", - თქვა ტურემ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული