ამ შემთხვევაში ლაპარაკია "მილანის" 27 წლის მცველზე, ბრაზილიელ ტიაგო სილვაზე. გასულ ზაფხულს სილვას შეძენა "ბარსამ" სცადა, მაგრამ "როსონერისგან" ცივი უარი მიიღო. მილანელებმა თქვეს, რომ საუკეთესო ფეხბურთელებს არ ყიდიან, მაგრამ ასეთი "სიცივით" ისტლენდელებს რას შეაშინებ. მათ გადაწყვიტეს მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ცენტრალური მცველი შეიძინონ და ზაფხულზე გვარიანი ფულის შეთავაზებასაც აპირებენ.
სილვა "მილანის" ფანებში პოპულარული ფიგურაა და მას ახალ ფრანკო ბარეზის უწოდებენ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"