მწვრთნელის აზრით ახალგაზრდა ფეხბურთელებმა ფილ ჯონსმა, ჯეკ როდუელმა, დენი უელბეკმა და კაილი უოქერმა, რომელთაც ის ესპანელებთან შეხვედრაში ენდო, დაამტკიცეს, რომ უძლიერეს მეტოქეებთან ბრძოლისა არ ეშინიათ და საერთაშორისო დონეზე თავის დამკვიდრება შეუძლიათ.
ამასთან, იტალიელი სპეციალსტი შეგირდებს მოდუნების საშუალებას არ აძლევს და ეუბნება, რომ შვედეთთან დღევანდელ შეხვედრას დიდი ფსიქოლოგიური მნიშვნელობა აქვს. მან თქვა:
"როდესაც ფიქრობ, რომ მოწინააღმდეგე გჯობია, ინდომებ და საუკეთესო ფეხბურთს თამაშობ. ასეთ დროს, მთელი მატჩის განმავლობაში მოტივირებული
ფიფა-კოკა კოლას რეიტინგში ინგლისის ნაკრები მეშვიდე პოზიციაზეა, ხოლო შვედეთს მე-14 ადგილი უკავია და უხერხული მოწინააღმდეგის სახელი აქვს დაგდებული. ინგლისელებმა "ლურჯ-ყვითლები" ბოლოს 1968 წელს დაამარცხეს, მას მერე გამართული 10 შეხვედრიდან კი 7 ფრედ დამთავრდა და 3 შვედებმა მოიგეს.
კაპელო იმედოვნებს, რომ მისი ბიჭები დღეს ისევე კარგად ითამაშებენ, როგორც შაბათს, ესპანეთთან ითამაშეს.
"ესპანეთთან შეხვედრა ინგლისის ნაკრებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. მახსოვს, "რომას" რომ ვწვრთნიდი გუნდში ახალგაზრდები დავაწინაურე. მათ შორის იყო დანიელე დე როსი. სწორედ პირველ შეხვედრაში გამოჩნდა ვინ რისი შემძლე ბრძანდებოდა და რამდენად გახლდათ საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნებული. ვიცოდი, რომ მათ აკადემიაში კარგი შედეგები ჰქონდათ, მაგრამ დიდ გუნდში გამოსვლა მაინც სხვანაირი გამოცდა იყო. პირველი თამაში ბევრს ნიშნავს.
დაახლოებით იგივე მოხდა შაბათს, ესპანეთთან შეხვედრაში. ყველა დებიუტანტი ზუსტად იმას აკეთებდა, რასაც თავის კლუბშია დაჩვეული. თამაშის დროს ვაკვირდებოდი მათ და ვფიქრობ, უკვე მზად არიან სანაკრებო დონეზე რეგულარულად გამოვიდნენ. თან, ამ ბიჭებიდან ზოგი, მაგალითად, როდუელი, მეტისმეტად ახალგაზრდაა, მაგრამ ასაკმა მის რწმენასა და შემართებაზე უარყოფითად ვერ იმოქმედა.
უელბეკი ყოველ შეხვედრაში უკეთ და უკეთ თამაშობს, ჯონსმა კი ნახევარდაცვაში იტრიალა და ამოცანას შესანიშნავად გაართვა თავი. მისი პოზიციიდან დაკარგული ბურთის დაბრუნება ძნელი იყო, თუმცა უბურთოდ ისე ჭკვიანურად გადაადგილდებოდა და რამდენჯერმე ისე ჭკვიანურად შევიდა ორთაბრძოლაში, რომ ძალიან კმაყოფილი დავრჩი".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"