ბალოტელიმ თავი გასულ ხუთშაბათს, ევროლიგის შეხვედრაში გამოიჩინა. ის რუმინეთში, "ტიმიშოარასთან" თამაშის მეორე ტაიმში შეცვლაზე შევიდა და გამარჯვების გოლი გაიტანა. მატჩი
"ტორესს "ლივერპული" რასაკვირველია ვერ შეელეოდა, რადგან ესპანელი ამ გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია. მაგრამ, ეგ არაფერი. ახლა, მე უკვე მყავს ბალოტელი, რომელიც, ვფიქრობ, თუ მეტი არა, ტორესზე ნაკლები არაფრით არის. ამას იმიტომ ვამბობ, რომ ტორესს მხოლოდ თავდამსხმელად შეუძლია თამაში, ბალოტელი კი თავდამსხმელიც არის და გარემარბიც. ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, მას ტორესისგან განსხვავებული მიდგომა აქვს, მაგრამ ასეა თუ ისე, ჩვენ, რასაკვირველია, ორ დიდებულ ფეხბურთელზე ვლაპარაკობთ.
ჩემი აზრით დღეს, მსოფლიოში რვა ან ცხრა უმაღლესი დონის ფორვარდია და მათ შორის ტორესი და ბალოტელიც არიან. კიდევ, შეიძლება დავასახელოთ რონალდო, ტევესი, მესი... რად უნდა ლაპარაკი, რომ ამ კლასის თავდამსხმელის ყიდვა უძნელესი საქმეა, მაგრამ ჩვენ გაგვიმართლა: ერთი ვერ შევიძინეთ, მაგრამ, მეორე ვიყიდეთ".
მანჩინი იმედოვნებს, რომ ბალოტელი პრემიერლიგის ჩქაროსნულ ფეხბურთსაც მალე აუღებს ალღოს. შეგახსენებთ, რომ სწორედ 45 წლის მწვრთნელის ხელში ჰქონდა ახალგაზრდა თავდამსხმელს დებიუტი. ეს მაშინ მოხდა, როდესაც მანჩინი "ინტერს" ედგა სათავეში.
"მას გოლის გასატანად საჭირო ყველა თვისება აქვს. მართალია, პრემიერლიგა იტალიური ფეხბურთისგან ძალიან განსხვავდება, მაგრამ ბალოტელის არც აქაური ფეხბურთისთვის გამოსადეგი თვისებები აკლია. მას კარლოს ტევესის მსგავსად ერთ წამში შეუძლია ყველაფრის შეცვლა", - თქვა იტალიელმა სპეციალისტმა.