მას კრიტიკოსთაგან აინტერესებს მოისმინოს პასუხი: რა უნდა ექნა ამბიციურ კლუბს, რომელსაც დიდძალი ფული ჩაუვარდა - ნუთუ, არ უნდა გასულიყო სატრანსფერო ბაზარზე ძლიერი ფეხბურთელების საყიდლად? ჟურნალისტი შეგვახსენებს, რომ ამ ზაფხულს მოთამაშეთა
მას მერე უკვე უეფას პრეზიდენტის მიშელ პლატინის ახალი კანონები იწყებს მოქმედებას. კერძოდ, მართალია "პლატინის რეჟიმის" საბოლოოდ დამყარებამდე ჯერ კიდევ ოთხი სეზონია, მაგრამ მანამდე რთული გზა მიდის, რომელიც პერიოდულად პრინციპულ ცვლილებებს გულისხმობს. ასე მაგალითად, 2011 წლის აპრილიდან 2012 წლის აპრილამდე კლუბებმა ზარალი უნდა შეამცირონ.
ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, მომავალი წლიდან ტრანსფერებს უეფა განკარგავს და გააკონტროლებს, ასე რომ "სიტის" ბოლო შანსი აქვს მოიქცეს ისე, გეგონება სუპერმარკეტში შესული ფულიანი მყიდველი იყოს. ისტლენდერებს ფეხბურთელების თავის ნებაზე ყიდვის ბოლო შანსი ამ ზაფხულს ჰქონდათ... თუმცა, უკაცრავად, ჯერ კიდევ აქვთ. ეს "მანჩესტერ იუნაიტედსა" და რამდენიმე ელიტურ კლუბს არ ედარდება არაფერი. მათ დიდი ბიუჯეტები აქვთ შეუძლიათ ბაზრის ხარჯებიც იქ ჩასვან, "სიტის" ნაირებმა კი სანამ ცხვირთან კარს მიუჯახუნებენ, ბიუჯეტსგარეთა, პატრონ-სპონსორის მიცემული ფულის ახლა უნდა ხარჯონ.
სამუელი წერს: "რასაკვირველია, ბაზარი თავისთავად ირაციონალურია. ასე მაგალითად, "სიტიმ" ჯეიმს მილნერში იმდენივე ფული გადაიხადა, რამდენიც "რეალმა" მსოფლიოს ჩემპიონატის ორ აღმოჩენაში, მესუთ იოზილსა და სამი ხედირაში. დავიდ სილვა, რომელიც ესპანეთის ნაკრების შემადგენლობაში ვერ ხვდებოდა, გუნდის კაშკაშა ვარსკვლავზე, დავიდ ვილიაზე ბევრად იაფი სულაც არ ღირდა. იაია ტურეში "სიტიმ" 24 მილიონი ფუნტი გადაიხადა, მაშინ, როდესაც "ინტერი" ტურეზე გაცილებით უკეთეს ჩამშლელ ნახევარმცველში არგენტინელ ხავიერ მასკერანოში ასეთსავე თანხას არ იხდის - ებევრება. მას მერე, რაც "მანჩესტერ სიტი" შეიხ მანსურმა იყიდა, კლუბმა ფეხბურთელების შეძენაში 350 მილიონი ფუნტი დახარჯა, მაგრამ განა ეს საკვირველია? პლატინი ხომ თავის თეორიებს რეალობად აქცევს და იმ დროისთვის, როდესაც უეფას პრეზიდენტი თავის რეჟიმს საბოლოოდ დაამყარებს, მანჩესტერელებს უნდათ, რომ ძლიერი შემადგენლობა ჰყავდეთ, ბირთვი უკვე შეკრული იყოს".
ამის შემდეგ მიმოხილველი კიდევ ერთ რამეს გვახსენებს: მყიდველმა გამყიდველს ფული შეიძლება ერთბაშადაც გადაუხადოს და ნაწილ-ნაწილაც. შესაბამისად, თუ "სიტი" ვთქვათ, იმავე მილნერის თანხას "ასტონ ვილას" ნაწილ-ნაწილ გაუსტუმრებს, გაისიდან უეფას ინტერესის გათვალისწინებაც მოუხდება, ხოლო თუ ერთბაშად გაიღებს, პლატინის ორგანიზაციას მასზე ხელი აღარ მიუწვდება.
"ასე და ამგვარად, "მანჩესტერ სიტის" შეფები არც ისე სულელები არიან, როგორც ზოგ-ზოგს ერთი შეხედვით ეჩვენება", - წერს მარტინ სამუელი.