ნანის კონტრაქტს განუახლებენ

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედი" იტალიური კლუბების გააქტიურებამ შეაშფოთა და გადაწყვიტა 24 წლის პორტუგალიელ გარემარბ ნანის ხელფასი გაუზარდოს - ვარსკვლავისთვის ახალი ხელშეკრულების ტექსტს ამზადებენ. დღეს ნანი კვირაში 90 ათას ფუნტს იღებს, ახალი კონტრაქტის გაფორმების შემდეგ კი ნემანია ვიდიჩისა და რიო ფერდინანდის რანგში ავა და მისი გასამრჯელო კვირაში 130 ათასი ფუნტი გახდება.

კერძოდ რომელმა იტალიურმა კლუბებმა შეაშინეს ინგლისის ჩემპიონი? ყველაზე მეტად, თურმე მილანური "ინტერი" და "მილანი", აგრეთვე ტურინის "იუვენტუსი" აქტიურობენ.

ამის შემყურეებს "ოლდ ტრეფორდზე" გადაუწყვეტიათ, რომ 2012 წლის დასაწყისში, როდესაც ნანისა და "მანჩესტერ იუნაიტედის"
ამჟამინდელი ხელშეკრულების ვადის ამოწურვამდე 18 თვეღა დარჩება, პორტუგალიელთან ახალი კონტრაქტის გაფორმება აჯობებს. მოლაპარაკებები ნანის წარმომადგენლებთან, რომლებიც, რასაკვირველია, ხსენებული 130 ათასის წილში იქნებიან, უკვე დაწყებულია.

ცნობილია, რომ "იუნაიტედის" თავკაცი, სერ ალექს ფერგიუსონი 30 მილიონ ფუნტად ანუ 35 მილიონ ევროდ შეფასებულ ნანის არავითარ შემთხვევაში არ დათმობს. მას მიაჩნია, რომ ამ გარემარბს კრიშტიანო რონალდოს დონეზე შეუძლია ასვლა. შეგახსენებთ, რომ ნანი ანუ სრულად ლუიშ კარლუშ ალმეიდა და კუნია "მანჩესტერ იუნაიტედმა" ლისაბონის "სპორტინგისგან" 2007 წელს, 18,5 მილიონ ფუნტად იყიდა.
ამბობენ, რომ პორტუგალიელის ახალი კონტრაქტი ოთხწლიანი იქნება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული