უილშირის სამეფო პერსპექტივა

AutoSharing Option
"არსენალის" 19 წლის ნახევარმცველი, ჯეკ უილშირი მადრიდის "რეალს" მიზანში ჰყოლია ამოღებული.

მადრიდიდან ინგლისში ჩაღწეულ ხმათა თანახმად, "სამეფო კლუბს" თურმე ევროპის კონტინენტზე ხუთი ფეხბურთელი ჰყავს შეგულებული და ყველაზე მეტად მათი შეძენა უნდა. ერთ-ერთი მათგანი უილშირი ყოფილა.

ჩრდილოლონდონელებს ვარსკვლავის გაყიდვა, რასაკვირველია, არ უნდათ და ბოლო წლებში "მესამე ესპანური ომისთვის" ემზადებიან.

შეგახსენებთ, რომ აქამდე "არსენალს" ტიერი ანრისა და სესკ ფაბრეგასის გამო "ბარსელონასთან" ჰქონდა უშეღავათო ვაჭრობა და ბრძოლა.

ჯეკ უილშირმა, რომელიც ამჟამად დაშავებულია, 2010 წელს "მეთოფეებს" თავისი ერთგულება ხუთწლიან კონტრაქტზე ხელმოწერით დაუდასტურა. "რეალს" კი,
როგორც ამბობენ, კარიერის მწვერვალზე მყოფი ვარსკვლავების ძვირად ყიდვა მობეზრდა (კრიშტიანო რონალდოში

"მანჩესტერ იუნაიტედს" 80 მილიონი ფუნტი გადაუხადა) და 20-30 მილიონის ფარგლებში დაფასებული ხუთი ახალგაზრდის შეძენას აპირებს. "სამეფო კლუბი" იმედოვნებს, რომ 2014 წლისთვის ამ სიიდან ყველა შეძენილი ეყოლება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული