ლუკას როდრიგესის ცარცის წრე

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედი" და "ლივერპული" მზად არიან ბრაზილიელი ამომავალი ვარსკვლავის, ლუკას როდრიგესის გამო დიდი ვაჭრობა მოაწყონ.

"სან პაულუს" 19 წლის ნახევარმცველს 20 მილიონ ფუნტს აფასებენ, ეს კი 32 მილიონ დოლარამდეა.

როგორც ინგლისური პრესა წერს, ლუკას როდრიგესი "მანჩესტერ იუნაიტედს" პოლ სქოულზის მომავალ შემცვლელად ესახება. ყოველ შემთხვევაში, ალექს ფერგიუსონი მისგან ძლიერი ნახევარმცველის გამოყვანას შეეცდება. "ლივერპულსაც" თავისი გეგმები აქვს და ფეხბურთელის ნაბიჯებს უყურადღებოდ არ ტოვებს.

ლუკასმა თავი სამხრეთ ამერიკის 20 წლამდელთა ჩემპიონატზე გამოიჩინა. ამ შეჯიბრების შემდეგ მას მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე სასურველ ახალგაზრდა მოთამაშედ მიიჩნევენ.
მას "სან პაულუსთან" 2016 წლამდე აქვს კონტრაქტი, მაგრამ მერსისაიდელები ამას არად მიიჩნევენ და ახლა, იანვარშივე აპირებენ ტრანსფერის შეთავაზებას. სხვათა შორის, ლუკას როდრიგესის ყიდვა მარტო ინგლისურ კლუბებს როდი უნდათ. მისით დაინტერესებულები არიან იტალიური გრანდები, "მილანი" და "იუვენტუსი".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული