"სან პაულუს" 19 წლის ნახევარმცველს 20 მილიონ ფუნტს აფასებენ, ეს კი 32 მილიონ დოლარამდეა.
როგორც ინგლისური პრესა წერს, ლუკას როდრიგესი "მანჩესტერ იუნაიტედს" პოლ სქოულზის მომავალ შემცვლელად ესახება. ყოველ შემთხვევაში, ალექს ფერგიუსონი მისგან ძლიერი ნახევარმცველის გამოყვანას შეეცდება. "ლივერპულსაც" თავისი გეგმები აქვს და ფეხბურთელის ნაბიჯებს უყურადღებოდ არ ტოვებს.
ლუკასმა თავი სამხრეთ ამერიკის 20 წლამდელთა ჩემპიონატზე გამოიჩინა. ამ შეჯიბრების შემდეგ მას მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე სასურველ ახალგაზრდა მოთამაშედ მიიჩნევენ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"