"მანჩესტერ იუნაიტედის" ვალები მცირდება

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედის" საერთო ბრუნვა იზრდება, რაც კლუბის ვალების შემცირებას იწვევს.

"წითელი ეშმაკების" შემოსავალმა 1 ივლისიდან 30 სექტემბრამდე 19.3 მილიონი ფუნტი შეადგინა, ხოლო ამ პერიოდში მათი საერთო ბრუნვა 73,8 მილიონი ფუნტია, რაც წინა წლის იმავე პერიოდის მონაცემებზე 10.5 მილიონი ფუნტით მეტია.

ბრუნვაში ასახულია მატჩების დღეებში შემოსული მოგება (21.6 მილ.), მედიაუფლებებიდან მოპოვებული თანხა (22.6 მილ.) და სპონსორების მიერ გადახდილი ფული (29.6 მილ.)

ახლა უკვე ინგლისური კლუბის ვალი 433.2 მილიონ ფუნტს შეადგენს. წარმატებული სეზონის შემთხვევაში "მანჩესტერ იუნაიტედი" ვალის შემცირებას 100 მილიონი ფუნტით გეგმავს.

მომზადებულია Soccernet-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული