ჰიდინკს "ჩელსის" უკავშირებენ

AutoSharing Option
თურქეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი გუს ჰიდინკი, როგორც ჩანს, ამ თანამდებობას უახლოეს დღეებში დატოვებს.

როგორც მოსალოდნელი იყო, მისმა შეგირდებმა ხორვატიასთან 0:3 საშიანო მარცხის გაბათილება ვერ შეძლეს და ევრო-2012-ის მიღმა დარჩნენ.

ინგლისში ეს ამბავი შეუმჩნეველი არ დარჩენილა და ადგილობრივი მედია ჰოლანდიელ სპეციალისტს უკვე "ჩელსის" უკავშირებს. ამასთან, "ლურჯების" ამჟამინდელი თავკაცის ანდრე ვილაშ-ბოაშის წასვლაზე თურქეთის წარუმატებლობამდეც ლაპარაკობდნენ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული