„მეთოფეთა“ თავკაცმა არსენ ვენგერმა ამ ფეხბურთელს ყურადღება მას მერე მიაქცია, რაც მისი მთავარი მიზანი, „რენის“ ნახევარმცველი, იან მვილა მეტისმეტად ძვირი დაუფასეს - 25 მილიონი ფუნტი ანუ 29,2 მილიონი ევრო.
კაპო 189 სანტიმეტრია და შეუძლია, როგორც ჩამშლელი ნახევარმცველის ფუნქციის შესრულება, ასევე დაცვის ცენტრში თამაში. მიმდინარე ჩემპიონატში მან 11 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 3 გოლიც გაიტანა. სადღეისოდ, ეტიენ კაპო ლაზარეთშია, რადგან ერთ-ერთ ვარჯიშზე
„მეთოფეთა“ 19 წლის მცველ კარლ ჯენკინსონს კი მიაჩნია, რომ საკმაოდ კარგად თამაშობს იმისათვის, რომ ძირითადი შემადგენლობის
მუდმივი წევრი გახდეს. ასეთი განცხადება ყმაწვილის ამბიციურობაზე მეტყველებს: შარშან ამ დროს ის ნონ-ლიგაში, კერძოდ „უელინგ იუნაიტედში“ გამოდიოდა, დღეს კი „ემირეიტ სთედიუმზე“ ჩემპიონთა ლიგის შეხვედრებში მონაწილეობს. „უელინგში“ ჯენკინსონი იჯარის წესით გახლდათ გაშვებული, თორემ პირველი ლიგის „ჩარლტონ ატლეტიკს“ ეკუთვნოდა, რომლისგანაც შეიძინა კიდეც „არსენალმა“.
ჯენკინსონი ამბობს: „კარგად მესმის, რომ ჯერ ძალიან ახალგაზრდა ვარ, მაგრამ ვგრძნობ, რომ ამ დონეზე კარგად თამაში შემიძლია. უკან არ ვიხევ, არ მეშინია, ბუნებით მებრძოლი ვარ. ვგრძნობ, რომ ცხოვრება შანსს მაძლევს და მინდა ეს შანსი ხელიდან არ გავუშვა. რა საკვირველია, დიდი მადლობა არსენ ვენგერს, რომელიც მენდობა, პერსპექტიულ ფეხბურთელად მივაჩნივარ და მათამაშებს ხოლმე, თუმცა ამბიციური ვარ და მეტი მინდა. ვგრძნობ, რომ გაცილებით უკეთ შემიძლია თამაში, რასაც ბევრი შრომა და შეხვედრებში სტაბილური მონაწილეობა უნდა“.
ჯენკინსონის პროგრესი მართლაც თვალსაჩინოა. თებერვალში „ჩარლტონმა“ ის „უელინგიდან“ დაიბრუნა და სწორედ მაშინ შედგა მისი დებიუტი პირველ ლიგაში. თუმცა ვენგერმა ინგლისელი მამისა და ფინელი დედის შვილი, რომელიც ფინეთის 21 წლამდელთა ნაკრებში თამაშობს, ნიჭიერ ფეხბურთელად მიიჩნია, იყიდა და ამ სეზონში, ყველა შეჯიბრებაში ერთად უკვე 11 შეხვედრაში ათამაშა.
ჯენკინსონი განაგრძობს: „ვფიქრობ, გადამწყვეტი როლი ჩემმა „ჩარლტონში“ გამოსვლამ ითამაშა. ვენგერმა იქ მნახა და მოვეწონე. 18 წლისა საკმაოდ კარგად ვთამაშობდი პირველი ლიგის ფეხბურთს. როგორც მეუბნებიან, „არსენალი“ ყველაზე მეტად ათლეტიზმით მოვხიბლე".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"