მართლაც შესანიშნავი შედეგია: სამდღიან მონაკვეთში ჯერ მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონის, ესპანეთის, შემდეგ კი პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე კერკეტი გუნდის, შვედეთის დამარცხება, რითაც მთავრდება 2011 წელი, რომლის განმავლობაში ინგლისის ნაკრებს ერთი თამაშიც არ წაუგია.
შვედებთან შეხვედრაში ტერიმ „უემბლიზე“ გუნდს 34-ედ უკაპიტნა. როგორც ზემოთ
„უკან არასდროს დავიხევ. ნაკრების კაპიტნობაზე ოთხი-ხუთი წლის ბიჭი რომ ვიყავი და თამაშებს ტელევიზიით ვუყურებდი, იმ დროიდან ვოცნებობ. ამ სიმაღლეზე ამოსასვლელად ძალიან ბევრი ვიშრომე. აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ევროპის ჩემპიონატზე კაპიტანი მე ვიქნები. ეროვნული გუნდის სამკლავურის ტარება საოცრად მეამაყება.
ფანები მთელი გულითა და სულით გვიჭერენ მხარს როგორც მე, ასევე სხვა ფეხბურთელებს. ჩვენ, მოთამაშეებიც ფრთაშესხმულები ვართ. ყველანი საუკეთესო შედეგებს ველით, რადგან ბოლო დროს საქმე ძალიან კარგად მიდის. მიხარია ამ დღეებში ორი შეხვედრიდან ორივე რომ მოვიგეთ.
განსაკუთრებით სასიხარულო ესპანეთის ნაკრებთან გამარჯვება იყო. აღმავლობა და ჩავარდნა ადრეც მინახავს. დღეს აღმავლობის პერიოდია და თუ ჩვენ მოვახერხებთ, რომ ეს განწყობა და ფორმა კიდევ ნახევარი წლით შევინარჩუნით, შესაძლოა ძალიან კარგი რამ მოხდეს. გულწრფელად გეტყვით, გუნდის წევრებს არასდროს შეგვრყევია რწმენა, რომ უძლიერესებს ტოლს არ ვუდებთ. ესპანეთთან თამაშმა, ვფიქრობ, ამაში ხალხიც დაარწმუნა“.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"