ინგლისელები მოწადინებულები არიან თავიანთი 26 წლის ვარსკვლავისთვის სასჯელი შეამცირებინონ. თუ ეს ვერ მოხერხდა, რუნი ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ჯგუფურ ეტაპს მთლიანად გამოსტოვებს.
9 დეკემბერი საინტერესო თარიღია, რადგან მანამდე ერთი კვირით ადრე ჩატარდება კენჭისყრა, რომელიც ევრო 2012-ის ჯგუფებს დაასახელებს. სხვა სიტყვებით, ამ დღეს უკვე ცნობილი იქნება რამდენად შეძლებს ინგლისი პლეი-ოფში მოხვედრას რუნის დახმარების გარეშე. შეგახსენებთ, რომ „მანჩესტერ იუნაიტედის“ ფორვარდი მოედნიდან ჩერნოგორიასთან შეხვედრაში
„ჩვენი ორგანიზაციის საჩივრების განყოფილება ინგლისელი თავდამსხმელის, უეინ რუნის საკითხს 9 დეკემბერს ნიონში განიხილავს. ეს იქნება გამოხმაურება 4 ნოემბერს ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის მიერ შემოტანილ საჩივარზე. ინგლისის ფეხბურთის ასოციაცია უეფას მიერ 13 ოქტომბერს გამოტანილ ვერდიქტს, სამმატჩიან დისკვალიფიკაციას აპროტესტებს“.
თავად ფეხბურთელმა ინგლისელ ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ პრობლემა, რომელშიც მან თავი გაჰყო, მხოლოდ და მხოლოდ მისი ბრალია:
„რასაკვირველია, რაც ხდება ჩემზე ძალიან ცუდად მოქმედებს, მაგრამ ფაქტია, რომ დამნაშავე თავად ვარ და ვერავისთან ვიჩივლებ. ძუდოვიჩის წინააღმდეგ უხეშობას ვაღიარებ და ვნანობ. ცუდად რომ მოვიქეცი იმწუთასვე მივხვდი და ბოდიშიც მოვიხადე, მაგრამ მაინც ვფიქრობ, რომ ასეთ მკაცრ დასჯას არ ვიმსახურებდი. გული მწყდება სამი თამაში რომ უნდა გამოვტოვო. დისკვალიფიკაცია ერთი თამაშითაც რომ შემიმცირონ, ჩემთვის დიდი შეღავათი იქნება“.
ცნობისათვის: ასეთი განხილვა უეფას, ბუნებრივია, პირველად არ უწევს და ყოფილა შემთხვევები, როდესაც სააპელაციო კომისიას სწორედ ერთი თამაშით შეუმცირებია დისკვალიფიკაცია. მსგავს შემთხვევებში ფეხბურთელს მომავალში კარგად მოქცევას ავალებენ და აფრთხილებენ, რომ თუ ისევ იუხეშებს, ძალიან მკაცრად დასჯიან.
2008 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ შეხვედრაში კი რუსი ვარსკვლავი ანდრეი არშავინი გააძევეს მოედნიდან. ეს ანდორასთან მატჩის დროს მოხდა. მიზეზი არშავინის შემთხვევაშიც უხეშობა იყო. უეფამ მაშინ ფეხბურთელის ორი შეხვედრით დასჯა იკმარა და სწორედაც მოიქცა, რადგან მოედანზე დაბრუნებულმა არშავინმა ტურნირზე გაიბრწყინა და რუსეთის ნაკრები ნახევარფინალამდე მიიყვანა. ის რომ არა, ევრო 2008-ს ერთი ვარსკვლავი დააკლდებოდა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"