უელსელის მკვლელი ინგლისელი დაიჭირეს

AutoSharing Option
ინგლისელმა ფანმა აღიარა, რომ ევრო 2012-ის შესარჩევი შეხვედრის წინ, "უემბლის სტადიონთან" უელსელი გულშემატკივარი მოკლა.

მკვლელი გახლავთ მავანი იან მიტონი, 41 წლის, რომელმაც 44 წლის სამი შვილის მამას, მაიკლ დაის მოუსწრაფა სიცოცხლე.

სიკვდილის მიზეზი ბლაგვი საგნით მიყენებული თავის მრავალჯერადი ტრავმა იყო. ეს ტრაგედია 6 სექტემბერს, ინგლისისა და უელსის ნაკრებთა შეხვედრის წინ დატრიალდა. იმ შეხვედრაში ინგლისის ნაკრებმა ეშლი იანგის მიერ პირველ ტაიმში გატანილის წყალობით 1:0 გაიმარჯვა.

მიტონი სასამართლოს წინაშე ციხიდან, ვიდეოტექნიკის საშუალებით წარსდგა და აღიარა, რომ თავისი ქვეყნის ნაკრებისა და "კარდიფ სიტის"
ხსენებული გულშემატკივარი მოკლა.

დაზარალებული სასწრაფო დახმარების მანქანით "ნორთუიკ პარკ ჰოსპიტალში" მიიყვანეს, მაგრამ მალევე გარდაიცვალა. მსხვერპლი კარდიფის მუნიციპალიტეტში ავტომაგისტრალების დეპარტამენტში მუშაობდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული