ლუის საა პსჟ-ში არ გადავა

AutoSharing Option
"ევერტონის" თავდამსხმელი, ლუის საა ამბობს, რომ პსჟ-ში გადასვლას არ აპირებს. 33 წლის ფეხბურთელს კონტრაქტი მომავალი წლის ივნისში უმთავრდება.

ასე, რომ ნებისმიერ კლუბში გადასვლა თავისუფალი აგენტის სტატუსით შეეძლება. ასევე, გაჩნდა ინფორმაცია, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა ფორვარდმა შესაძლოა საფეხბურთო კარიერა საერთოდ დაასრულოს.

"ეს სისულელეა. ზოგიერთი ჟურნალისტი ახალ ამბავს არაფრისგან თავად იგონებს", - განაცხადა საამ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული