"ტოტენჰემი" "ტვენტეს" ფორვარდის შეძენას გეგმავს

AutoSharing Option
ლონდონის "ტოტენჰემი" აპირებს "ტვენტეს" ახალგაზრდა ფორვარდი ოლა ჯონი შეიძინოს.

19 წლის ფეხბურთელი წარმოშობით ლიბერიიდან არის, მაგრამ ჰოლანდიის ახალგაზრდულ ნაკრებში გამოდის. პერსეპქტიული თავდამსხმელით ბევრი ევროპული კლუბია დაინტერესებული.

ოლა "ფულჰემის" ყოფილი ფეხბურთელის კოლინს ჯონის უმცროსი ძმაა.

2010 წლის ზაფხულში "მანჩესტერ იუნაიტედი" და "არსენალი" ახალგაზრდა ფეხბურთელის გადაბირებას ცდილობდნენ, მაგრამ ფორვარდმა "ტვენტეში" დარჩენა გადაწყვიტა. თუმცა როგორც ჩანს ოლა ჯონსი მზად არის ლონდონში გადაბარგდეს, სადაც დღემდე მისი ძმა ცხოვრობს.

ჰოლანდიური პრესის ინფორმაციით, "ტოტენჰემი" ახალგაზრდაში 4 მილიონ ფუნტს გადაიხდის.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული