ჯერარდი ჩემპიონობაზე ოცნებობს

AutoSharing Option
სტივენ ჯერარდმა აღნიშნა, რომ თუ ინგლისის პრემიერლიგის მოგებას ვერ შეძლებს, იმედგაცრუება მთელი ცხოვრების მანძილზე გაჰყვება.

"ლივერპულის" ჩემპიონს ჩემპიონთა ლიგა, უეფას თასი, ინგლისის თასი და ინგლისის ლიგის თასი უკვე მოგებული აქვს, მაგრამ მისი მთავარი ოცნება ინგლისის ჩემპიონის ტიტულია.

"ამაზე ყოველდღე ვფიქრობ. ინგლისის ჩემპიონატის მოგების ოცნებით ვცხოვრობ. ძალიან მეშინია იმ უზარმაზარი იმედგაცრუების, რომელიც დამეუფლება თუ ჩემი ოცნების განხორციელება ვერ შევძელი", - გულახდილად აცხადებს ჯერარდი.

"ლივერპულში ასეთი გრძელი და სახელოვანი კარიერა ჩაატარო და ამ ტურნირის მოგება ვერ მოახერხო, - ეს ჩემთვის დიდი სირხვილი
იქნება.

თუმცა ახლა კარგი შემადგენლობა გვყავს, რომელსაც პროგრესირება შეუძლია. მჯერა, რომ ორიოდე წლის შემდეგ ამ ტიტულის მოგებას მაინც შევძლებთ", - დასძინა სტივენმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული