ბერის გოლი დაუბრუნეს

AutoSharing Option
ინგლისის ნაკრების ფეხბურთელ, გარეთ ბერის ინგლისის ნაკრების მე-2000-ე გოლის ავტორობა დაუბრუნეს. ბერიმ 15 ნოემბერს შვედეთის ნაკრებს გაუტანა.

თავიდან გოლი მას ჩაუთვალეს, თუმცა შემდეგ შვედ დანიელ მაისტროვიჩს ავტოგოლად მიაწერეს. ამჯერად გოლის ავტორად კვლავ ბერი სცნეს.

შვედეთთან მატჩის 22-ე წუთზე ბერის თავური დარტყმა მაისტროვიჩს მოხვდა და კარში შევარდა.

ამხანაგურ მატჩებში გოლის ავტორის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას არბიტრი იღებს. ინგლისი-შვედეთის შეხვედრის მსაჯმა პაველ კრალოვეცმა ინგლისის ფეხბურთის ფედერაციას ანგარიში გაუგზავნა, სადაც გოლის ავტორად ბერია აღიარებული.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული