"ახალ ადგილზე ნებისმიერ ადამიანს სირთულეები ელოდება. ამ ეტაპზე რაც მჭირდება, საკუთარ თავზე მუშაობაა. რამეს რომ მიაღწიო, ბოლომდე უნდა დაიხარჯო და თუ ასე აკეთებ და მაინც არაფერი გამოგდის, მაშინ არ უნდა შეგრცხვეს, რადგან თავს არ ზოგავ.
მაგრამ მე "ჩელსის" ფანებთან ვალში ვარ. ისინი მუდმივად მხარს მიჭერენ და ვპირდები მათ, რომ არ დავნებდები", - თქვა ტორესმა.
შეგახსენებთ, რომ ტორესმა პრემიერლიგაში მხოლოდ ორი გოლი გაიტანა.