არგენტინელმა "ქალაქელთა" დილის ვარჯიშიც გამოტოვა.
"შესაძლებელია თუ არა ტევესის დაბრუნება? არა, მე ასე არ ვფიქრობ. კლუბი და ფეხბურთელი ახლა ერთმანეთთს პირდაპირ არც უკავშირდებიან", - თქვა მანჩინიმ.
ცოტა ხნით ადრე მანჩინი ტევესს, "ბაიერნთან" მატჩში შეცვლაზე უარის თქმისთვის, ბოდიშის მოხდის შემთხვევაში, გუნდში დაბრუნებას ჰპირდებოდა.
მომზადებულია Reuters-ის მიხედვით