"არსენალის" ნახევარმცველი ჯეკ უილშირი, რომელმაც ზაფხულში კოჭი მოიტეხა და ოპერაცია გადაიტანა, აღდგენით პროცესს განაგრძობს. ქირურგიული ჩარევიდან ორი თვის შემდეგ ფეხბურთელმა ყავარჯნები გვერდზე გადადო.
"ეს პირველი დღეა უყავარჯნოდ. თავს უბრალოდ შესანიშნავად ვგრძნობ", - დაწერა მოთამაშემ თავის "ტვიტერში".
უილშირი, რომელიც მიმდინარე სეზონში მოედანზე ერთხელაც არ გამოსულა, მწყობრში 2012 წელს უნდა ჩადგეს.