ვენგერი: მაგალითი რაგბისგან უნდა ავიღოთ

AutoSharing Option
"არსენალის" მთავარი მწვრთნელი არსენ ვენგერი ფიფას პრეზიდენტ ზეპ ბლატერს არ ეთანხმება, რომელიც მიიჩნევს, რომ ფეხბურთში რასიზმის გამოვლინებას მატჩის შემდეგ ხელის ჩამორთმევით შეიძლება ვებრძოლოთ.

"ეგებ ჯობდეს, მაგალითი რაგბისგან აგვეღო, სადაც მოთამაშეები მსაჯებს არ ესაუბრებიან და ერთმანეთს არ ლანძღავენ. ვფიქრობ, სამუშაო ჯერ კიდევ ბევრია.

ბლატერის გამონათქვამებს რომ შევეშვათ, მიმაჩნია, რომ ახლა მოედანზე ძალიან ბევრს ლაპარაკობენ. ჩვენს თამაშს მთელ პლანეტაზე მილიარდობით ადამიანი აკვირდება და იმას, რაც მოედანზე ხდება, ვერ შევეგუებით", - განაცხადა ვენგერმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული