ბენაიუნი ძირითადისთვის იბრძოლებს

AutoSharing Option
"ჩელსის" ებრაელი ახალწვეული მოულოდნელად ელის ახალი გუნდის ძირითად შემადგენლობაში თამაშს. იოსი ბენაიუნი "უიგანთან" 6:0 მოგებულ მატჩში შეცვლაზე შევიდა და "არისტოკრატების" მაისურით თავისი პირველი გოლის გატანაც მოასწრო.

"ვიცი, რომ "ჩელსის" ძირითადში დამკვიდრების ძალა შემწევს. როცა "ლივერპულში" გადავედი, მაშინაც დიდი ბრძოლა დამჭირდა სასტარტო შემადგენლობაში მოსახვედრად, მაგრამ მიზანს მივაღწიე. როცა დიდი კლუბის წევრი ხარ, გაორმაგებული ენერგიით უნდა ივარჯიშო და მოთმინებით დაელოდო შენსს შანსს, რომელიც აუცილებლად მოგეცემა. მზად ვარ, "ჩელსის" რამდენიმე პოზიციაზე გამოვადგე – მოედნის ცენტრშიც, ფლანგზეც და შეტევაშიც", - ამბობს ბენაიუნი.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული