ვენგერი: "არსენალი" ჩემი ცხოვრების კლუბია

AutoSharing Option
"არსენალის" მთავარმა მწვრთნელმა არსენ ვენგერმა "ნორვიჩთან" (2:1) მატჩის შემდეგ, კლუბის მიმართ სიყვარული კიდევ ერთხელ გამოხატა.

"მინდა ვთქვა, რომ "არსენალი" ჩემი ცხოვრების კლუბია. ამჟამად "არსენალთან" საკონტრაქტო ვალდებულებები მაკავშირებს, რომელსაც პატივს ვცემ და მომავალშიც ასე იქნება. "არსენალიდან" ჩემი წასვლის ერთადერთი გზა არსებობს - თუ ვიგრძნობ, რომ სამუშაოს არასაკმარისად კარგად ვასრულებ. "არსენალი" ძალიან მიყვარს და ამ კლუბთან მიჯაჭვული ვარ", - თქვა ვენგერმა.

ვენგერი "არსენალის" თავკაცად 1996 წლიდან მუშაობს.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული