"ჩელსი" "ნიუკასლის" ჰავბეკში 20 მილიონ ფუნტს იხდის
AutoSharing Option
"ნიუკასლის" 25 წლის ნახევარმცველი ისმაელ ტიოტე "ჩელსის" ინტერესთა სფეროში მოხვდა. ლონდონური კლუბი კოტდივუარელი ჰავბეკის შეძენას ზამთარში გეგმავს. გარიგების თანხამ შესაძლოა 20 მილიონი ფუნტი შეადგინოს.
ტიოტე "ნიუკასლში" 2010 წლის ზაფხულში "ტვენტედან" გადავიდა. მის სანაცვლოდ მაშინ 3.5 მილიონი გადაიხადეს. მიმდინარე სეზონში ჰავბეკმა ინგლისის ჩემპიონატში 9 მატჩი ჩაატარა და ერთი საგოლე გადაცემა შეასრულა.
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.