ანდრე ვილაშ-ბოაში: აბრამოვიჩი ჩემს სანაცვლოდ "პორტუს" 15 მილიონს იმისთვის არ გადაუხდიდა, რომ სეზონის დასაწყისში გამაგდოს

AutoSharing Option
"ჩელსის" მთავარი მწვრთნელი, ანდრე ვილაშ-ბოაში დარწმუნებულია, რომ კლუბის მფლობელი რომან აბრამოვიჩი მას კვლავაც ენდობა.

"ჩემი გაგდება რომანის მოთმინებაზე არ არის დამოკიდებული. კლუბში რაღაც ახლის გაკეთებას ვგეგმავთ და მომავალ შედეგებზე ვმუშაობთ.

რომანი "პორტუს" ჩემს სანაცვლოდ 15 მილიონ ევროს იმისთვის არ გადაუხდიდა, რომ თავის გუნდში გადავეყვანე და პირველივე წარუმატებლობების შემდეგ კონტრაქტი გაეწყვიტა. ჩვენი ამოცანა კლუბისთვის სწორი გზის არჩევაა", - განაცხადა პორტუგალიელმა ფეხბურთის სპეციალისტმა.

მომზადებულია ESPN-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული