დალგლიში: "ჩელსისთან" მოგება ძალიან გვსურდა

AutoSharing Option
"ლივერპულის" მთავარმა მწვრთნელმა კენი დალგლიშმა ინგლისის ჩემპიონატის მე-12 ტურში "ჩელსისთან" (2:1) მატჩის შემდეგ აღნიშნა, რომ მისი გუნდი მეტოქის ზეწოლის მიუხედავად, მაინც არ გატყდა.

მერსისაიდელთა თავკაცმა გამარჯვების გოლზეც გააკეთა კომენტარი. მისი თქმით გუნდის მარჯვენა მცველის გლენ ჯონსონის მიერ გატანილი გოლი, იმის მანიშნებელია, რომ ლივერპულელებს მატჩის მოგების დიდი სურვილი ჰქონდათ.

"პირველ ტაიმში კარგად ვითამაშეთ. მეტოქეს შეხვედრის მეორე ნახევარში ანგარიშის გათანაბრება შეეძლო და ის ჩვენზე ზეწოლას ახდენდა, მაგრამ ჩვენ არ დავნებდით. დაფიქსირებული ანგარიში ჩვენ ამბიციებს შეეფერება.

გლენ ჯონსონმა "ჩელსის" საჯარიმოში 86-ე წუთზე შეირბინა
და გოლი გაიტანა, რომელმაც გამარჯვება მოგვიტანა. არ ვიცი გლენს მანდ რა უნდოდა, თუმცა ეს იმის მაჩვენებელია, როგორ ძლიერად გვსურდა მოგება", - განაცხადა დალგლიშმა.

მომზადებულია Reuters-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული