კინმა შეფებთან ილაპარაკა

AutoSharing Option
"ბლექბერნის" მწვრთნელი, სტივ კინი კლუბის მეპატრონეებს შეხვდა. მოგეხსენებათ, "ბლექბერნს" ინდური კორპორაცია "ვენკი" ფლობს.

შეხვედრიდან გამოსულმა კინმა განაცხადა, რომ მისი სამსახურიდან გაშვების საფრთხე არ არსებობს.

შაბათს, ვენკატეშმა და ბალაჯი რაომ უიგანის სტადიონი პირველი ტაიმის შემდეგ დატოვეს, როდესაც ანგარიში 2:1 იყო მოწინააღმდეგის სასარგებლოდ. საბოლოოდ, "როვერსმა" მაინც იყოჩაღა და შეხვედრა 3:3 დამთავრდა. მატჩის შემდეგ სტივ კინს საკუთარი გუნდის ფანებმა სტადიონის გარეთ "ბუუ" უძახეს, თუმცა შეფებთან ლაპარაკის შემდეგ მწვრთნელი დაიმედებული ჩანდა:

"წარმოდგენა არ მაქვს რატომ დატოვეს მათ სტადიონი პირველი ტაიმის შემდეგ
- თქვა მწვრთნელმა - ჩვენ დავთქვით, რომ კიდევ უნდა შევიკრიბოთ და კარგად მოვიფიქროთ, რა თანხა დაგვჭირდება იანვრის სატრანსფერო ბაზარზე".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული