სათადარიგო ვარიანტი - ანჩელოტი

AutoSharing Option
თუ არსენ ვენგერი "არსენალის" მწვრთნელობიდან გადადგომას გადაწყვეტს, მის ადგილზე, შეიძლება, ცნობილი იტალიელი სპეციალისტი, კარლო ანჩელოტი დანიშნონ.

შეგახსენებთ, რომ "ჩელსის" ყოფილმა თავკაცმა ბევრჯერ განაცხადა, მორიგი სამსახურის შოვნა ისევ პრემიერლიგაში მსურსო და არც ის დაუმალავს, რომ ამბიციურ კლუბს უმიზნებს.

წლეულს ანჩელოტი ერთი-ორჯერ "ემირეიტ სთედიუმზეც" შეამჩნიეს, რასაც, რასაკვირველია, კუდები მოჰყვა. მყისვე გაჩნდა ეჭვი, რომ ვენგერის გადადგომის შემთხვევაში "ტახტს" მისთვის ამზადებენ. რასაკვირველია, ისიც საქვეყნოდ არის ცნობილი, რომ "მეთოფეთა" კლუბში ვენგერის გადადგომა არავის უნდა, თუმცა ფრანგმა "კიპთან" ინტერვიუში თავად ჩამოაგდო ამ თემაზე ლაპარაკი. ვენგერი "ეკიპში"
ამბობს, რომ დარჩება თუ არა "არსენალის" მწვრთნელად, სეზონის ბოლოს გადაწყვეტს.

შეგახსენებთ, რომ ვენგერის კონტრაქტი 2014 წლამდეა ძალაში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული