ინგლისური ტაბლოიდებისთვის საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ "მეთოფეები" ლონდონში დორტმუნტის "ბორუსიას" ვიზიტს თავიანთი ინტერესის დასაფიქსირებლადაც გამოიყენებენ - მოგეხსენებათ, "არსენალი" და "ბორუსია" ჩემპიონთა ლიგაში ერთ ჯგუფში არიან.
ცნობილია, რომ ჩრდილოლონდონელებმა, გიოტცეს დასაზვერად, ბუნდესლიგის ბოლო ტურში ორი სკაუტი მიავლინეს. სკაუტებმა უყურეს, როგორ გაიტანა მათი დაკვირვების ობიექტმა "ბაიერნის" კარში გადამწყვეტი გოლი (თამაში დორტმუნდელთა გამარჯვებით, 1:0 დამთავრდა) და კიდევ ერთხელ დარწმუნდნენ, რომ გიოტცეს
"არსენალის" აღმასრულებელი შეფი, აივან გაზიდისი და მოლაპარაკებათა სპეციალისტი, რიჩარდ ლოუ ამ კვირის განმავლობაში შეეცდებიან დორტმუნდელი კოლეგები პრინციპულ საკითხებზე დაიყოლიონ. მეორე საკითხია, რომ ამთავითვე ცნობილია - გერმანელები 35 მილიონ ევროს მოითხოვენ. შეგახსენებთ, რომ აქამდე ყველაზე მეტი, რაც "მეთოფეებს" ფეხბურთელში გადაუხდიათ, ამ თანხის ნახევარი იყო - ასეთ ფასად ჩრდილოლონდონელებმა "ზენიტიდან", 2009 წელს, ანდრეი არშავინი იყიდეს.